სერვისები

BMB LEGAL
საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებები მოითხოვს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი კუთხით შეფასებისა და გადაჭრის დროს. იმისათვის რომ, სხვადასხვა სფეროში მინიმალური რისკებით ან უსაფრთხოდ განახორციელოთ თქვენი მიზნები, კომპანია BMB Legal გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი რისკების წინასწარ დადგენასთან, მათ შეფასებასთან და დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მონიტორინგს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების საქმიანობის სამართლებრივი საკითხების შესწავლას, დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებამდე ან/და გარიგებების დადებამდე კომპლექსური იურიდიული ანალიზის გატარებას, შეფასებას და შეფასების შედეგების გათვალისწინებით გარიგებების პერსპექტიულობის პროგნოზირებას.
ჩვენი კომპანიის იურისტების მიერ იურიდიული რისკების კვალიფიციური და დროული შეფასება, თქვენი ფინანსური, ქონებრივი და რეპუტაციული ზიანის მინიმიზაციის გარანტიაა.